40-დღიანი კომის შემდეგ გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის დედა საზოგადოებას უკანასკნელი თხოვნით მიმართავს

14:21 09-04-2019
1016

16 წლის ლუკა ფო­ფხა­ძე, რომ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაც მას შემ­დეგ გარ­თულ­და, რაც ამ­ბრო­ლა­უ­რი­დან ქუ­თა­ი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­უ­მარ­თა­ვი რე­ა­ნო­მო­ბი­ლით გა­და­იყ­ვა­ნეს, ორი დღის წინ გარ­და­იც­ვა­ლა.

width=600

მოზარდს ქუ­თა­ი­სის ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში მკურ­ნა­ლობ­დნენ. ის უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმყოფებოდა. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სი იყო.

დღეს, ლუკას დედამ ბელა ჯმუხაძემ, სოციალურ ქსელში პოსტი და გარდაცვლილი შვილის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სრულიად საქართველოს სთხოვს, რომ დღეს ღამით ლუკასთვის ილოცონ, მისთვის თუნდაც, ერთი სანთელი დაანთონ.

width=600

„ლუკას ჩემთან უნდოდა, ლუკა ტიროდა რეანიმაციაში, მე ეს ვნახე...“, - წერს ბელა ჯმუხაძე.

ლუკას დედის პოსტის სრული ვერსია ნახეთ აქ.

ავტორი: რუსა ღვანიძე