ვანში უსახლკაროდ დარჩენილ 4-სულიან ოჯახს დახმარება ესაჭიროება

12:09 09-04-2019
24

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში მცხოვრებ დვალიშვილების ოჯახს სახლი ჩამოენგრათ. 4-სულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ საქველმოქმედო ორგანიზაცია „მძიმე ჯვარის“ დამფუძნებელი, ზურა ორმოცაძე ავრცელებს.

„22 სექტემბერს მივდივართ. მსურველებმა შეგვეხმიანეთ. სანამ სახლი ჩამოინგრეოდა ასეთნაირად ვაპირებდი დაწერას: ვანის რაიონი, სოფელი სულორი. ამ სახლში ცხოვრობს დვალიშვილების 4-სულიანი ოჯახი. 5 თვეა, რაც ამ მდგომარეობაშია სახლი. სახურავი ფაქტიურად არა აქვს. ნუ არც კედლები. 1 შვილი ბიძამისს ჰყავს წაყვანილი... ჩვენ შეგვიძლია ამ ოჯახის დახმარება. გავერთიანდეთ. გააზიარეთ მაინც თუ ვერ დაეხმარებით, - წერს ორმოცაძე.

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერიძე