თბილისში მალე ახალი 8 და 12 მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდება

11:26 09-04-2019
107

„220 ერთეული 8 მეტრიანი „ისუზის“ ტიპის ავტობუსი შევიძინეთ და წლის ბოლოდან უკვე გავლენ ხაზებზე“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს კომფორტული და ყველაზე სწრაფი საშუალება გადაადგილებისთვის“,- განაცხადა კახი კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ასევე გამოცხადდება ტენდერი EBRD-თან ერთად 110 ერთეული 12 მეტრიანი ავტობუსის შეძენაზე.

მისივე თქმით, მერიის მთავარი ამოცანაა, რომ ძალიან მალე ხმარებიდან ამოიღოს „ბოგდანის“ ტიპის ყვითელი ავტობუსები.