გახარიას გაპრემიერება პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილებაა - გია ხუხაშვილი

11:04 09-04-2019
193

ექსპერტი გია ხუხაშვილი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად წარდგენას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

„გახარიას გაპრემიერება პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილებაა, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით საკამათო, ხოლო მორალურით მიუღებელი. ახლა ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რაზე გადის მისთვის ფრონტის ხაზი - პოლიტიკაზე, სახელმწიფოზე, თუ მორალურ არჩევანზე...“, - წერს ხუხაშვილი.

გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა.

ახალ მთავრობას პარლამენტი კვირას დაამტკიცებს.