Excluisve: რომელ ტელევიზიაში იხილავს მაყურებელი ჩცდ-ს ლუნას

23:36 09-03-2019
30677

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ჩცდ-ს ერთ-ერთი პოპულარული გმირი ლუნა „რუსთავი 2-ზე კომედი ჯგუფში არხიდან წასულ თათია სულუაშვილს ჩაანაცვლებს. 

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმი მსახიობს დაუკავშირდა. როგორც ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, მას მაყურებელი „რუსთავი 2-ზე ნამდვილად იხილავს. 

„გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ „რუსთავი 2-ზე კომედი ჯგუფში ვიქნები.თუმცა, ჩემით თათია სულუაშვილის ჩანაცვლების შესახებ პირველად თქვენგან გავიგე. ასევე, ვრჩები სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები, რომელიც კრეატივის ტელევიზიაში გავა. არცერთი არხის მენეჯმენტს პრობლემა არ აქვს რომ ორივე არხზე ვიმუშაო - აცხადებს ქეთი ხუციშვილი. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური