პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულდა

22:28 09-03-2019
92

პარლამენტთან საპროტესტო აქცია, რიგით 76 დღე, დასრულდა. აქცია შს მინისტრის გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენას მოჰყვა. მომიტინგეებს სიტყვით აქციის ორგანიზატორებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიმართეს. 

აქციის ორგანიზატორებმა იქ შეკრებილ მომიტინგეებს მოუწოდეს, რომ ხვალ 13:00 საათზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მოსამართლეების წარდგენა გააპროტესტონ. 19:00 საათზე ისევ პარლამენტთან გადმოინაცვლებენ და იქ გაგრძელდება საპროტესტო აქციის რიგით 77 დღე.

შეგახსენებთ, აქცია „სირცხვილიას აქტივისტები ჯერ პარლამენტში ცდილობდნენ გაპროტესტებას, შემდეგ რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან გადაინაცვლეს.