ხარაგულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

17:08 09-03-2019
11

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ჯგუფი და ათი მეხანძრე მუშაობდა, თუმცა ხანძრის ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა. ხის სახლზე ცეცხლის ალი სწრაფად გავრცელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ოჯახმა სახლიდან ნივთების გამოტანა ვერ შეძლო. სახლი მხატვრიშვილების მრავალსულიან ოჯახს ეკუთვნოდა. ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, მათ დასახმარებლად, სოციალური აქცია დაიწყო. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაზარალებულებს ნივთებით და თანხით დაეხმარონ.

დაზარალებულებს უკვე შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი თქმით, ოჯახს სარეზერვო ფონდიდან დახმარებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სსკ-ის 187- ე მუხლით დაიწყო.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე