სამცხე-ჯავახეთში, 10 დღეში ნადირობის 15 უკანონო ფაქტი დაფიქსირდა

15:15 09-03-2019
10

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის წესების დარღვევის და უკანონო ნადირობის ფაქტები გამოავლინეს.

ნადირობის სეზონიდან დღემდე, რეგიონში ასეთი 15 შემთხვევა დაფიქსირდა.

სულ 10 დღის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, უკანონო ნადირობის 132 ფაქტი გამოვლინდა.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 30 შემთხვევაში პირები გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ, 14 მონადირეს დაურეგისტრირებელი იარაღი აღმოაჩნდა, აკრძალული საშუალებებით 88 სამართალდამრღვევმა ინადირა.

ჯამში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა 85 ხელნაკეთი მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“ ამოიღეს.

ავტორი: რუსკა გვარამაძე