გულ-სისხლძარღვთა სისტემის უფასო სკრინინგული კვლევები ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში

13:46 09-03-2019
27

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მოსახლეობის საერთო სიკვდილიანობის სტრუქტურაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს წამყვანი ადგილი უკავია.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ადრეულ ეტაპებზე დაავადების ნიშნების იდენტიფიცირება, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს მათი ეფექტური მკურნალობის შესაძლებლობებს
ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი წამყვანი სამედიცინო დაწესებულება გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების მკურნალობის მიმართულებით.

კარდიოლოგიური დეპარტამენტი ახორციელებს მწვავე კარდიული პათოლოგიით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი,არასტაბილური სტენოკარდია, გულის მწვავე და დეკომპენსირებული უკმარისობა, გულის რითმისა და გამტერებლობის მწვავე მოშლა, მწვავე ჰიპერტენზიული მდგომარეობები) პაციენტთა მიღებას ინტენსიურიდაკვირვების პალატაში.

ჩვენებებისამებრ, პაციენტებს უტარდებათ კორონაროგრაფია და სტენტირება.ფუნქციონირებს სტაციონარული განყოფილება, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ნორმებს დეპარტამენტში განვითარებულია რითმოლოგიური მიმართულება, რომელიც გულისხმობს სპეციალური მოწყობილობების (ელექტროკარდიოსტიმულატორების,დეფიბრილატორების, ე.წ. რესინქრონიზატორები) იმპლანტაციას პაციენტებისთვის რიტმისა დაგამტარებლობის დარღვევებით და გულის ქრონიკული უკმარისობის მძიმე ფორმებით.

კარდიოლოგიური სამსახური აწარმეობს სრული სპექტრის ელექტროკარდიოგრაფიული (ელექტროკარდიოგრაფია,ელექტროკარდიოგრამის 24 საათინი ამბულატორული მონიტორინგი, ფიზიკური დატვირთვის სინჯი), და ექოკარდიოგრაფიული (გულ-მკერდიდან, საყლაპავიდან, სტრესექოკარდიოგრაფია), საჭიროებისშემთხვევაში ხორციელდება არტერიული წნევის 24 საათიანი ამბულატორული მონიტორინგი. დეპარტამენტში მუშაობენ მაღალკვალიფიციური ექიმი–კარდიოლოგები, რომლებიც არიან საქართველოს, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრები და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების საპატიო წევრები.
ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი გთავაზობთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის უფასო სკრინინგულ კვლევებს.