იუსტიციის სასწავლო ცენტრმა საბუთების მიღება დაიწყო

10:53 09-03-2019
16

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდა - იუსტიციის სასწავლო ცენტრმა საბუთების მიღება დაიწყო

იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის  ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებას.რ

3 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, მსურველებმა განაცხადები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  trainingcenter@tcj.gov.ge საკვალიფიკაციო გამოცდა კი 2019 წლის 17 სექტემბერს  ჩატარდება. დამატებით ინფორმაციას აპლიკანტები მიიღებენ რეგისტრაციისას წარმოდგენილ ელექტრონულ მისამართზე.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება შემდეგ დისციპლინებში:

საკონსტიტუციო სამართალი;

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი;

სისხლის სამართალი;

სისხლის სამართლის პროცესი;

სასჯელაღსრულებითი სამართალი;

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები.

სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელთა ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველებმა, ელექტრონულად წარსადგენი დოკუმენტები, პროგრამა და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე