სად მიდის ლევან იზორია

10:15 09-03-2019
206

„ბატონი ლევან იზორია დატოვებს მაღალ თანამდებობას. ის იქნება უშიშროების საბჭოს მდივანი“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრობის კანტიდატი გიორგი გახარია.

წარდგენის შემდეგ, მან მთავრობაში საკადრო ცვლილებები დააანონსა. მისი თქმით, თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს, შს მინისტრი კი ვახტანგ გომელაური იქნება, რომელიც ამ დრომდე სუს-ის ხელმძღვანელია.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გუშინ საკუთარი განცხადებით გადადგა.