ბეტონის მილში გაჭედილი ძაღლი სამაშველო ჯგუფმა გადაარჩინა (ვიდეო)

12:43 09-02-2019
302

ქუჩის ძაღლი ბეტონის მილში გაძრომას ცდილობდა, თუმცა სივიწროვის გამო, იქიდან თავის დაღწევა ვეღარ შეძლო.

ინციდენტი 13 აგვისტოს ტაილანდში მოხდა. შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ მედიაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელდა.

ბეტონის მილში გაჭედილი ძაღლის ხმა მეზობლებმა გაიგონეს. ადგილობრივმა ქალმა, 29 წლის პუნათრონ კონგსაკულმა ცხოველის გადარჩენა სცადა, თუმცა ვერ მოახერხა. ამის შემდეგ, იგი მაშველებს დაუკავშირდა.

ადგილზე მისულმა სამაშველო ჯგუფმა, ბეტონის მილი ჩაქუჩით დაამსხვრიეს და 2 წლის თეთრი ძაღლი მშვიდობით ამოიყვანეს.  

გადარჩენილი ძაღლი 29 წლის ქალმა გამოკვება და ვეტერინართანაც მიიყვანა. მან ძაღლის ჯანმრთელობისთვის საჭირო ყველა სამედიცინო პროცედურის თანხები თავად დაფარა. 

„როდესაც მას ვეტერინარი შეამოწმებს და შესაბამის სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენს, ამ ძაღლს აუცილებლად შინ წავიყვან და მასზე სათანადოდ ვიზრუნებ, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ დაემართოს,“- განაცხადა პუნათრონ კონგსაკულმა.

ავტორი: მარიამ გიგანი