სასწრაფო დახმარების ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

12:27 09-02-2019
718

ფილიპინებზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა განიცადა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ბორტზე მყოფი 9 ადამიანი: მათ შორის, ექიმები, პაციენტი და მისი ცოლი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ვერტმფრენს პაციენტი ფილიპინების სამხრეთ ნაწილიდან მანილაში მდებარე საავადმყოფოში გადაჰყავდა. ვერტმფრენი სამთო კურორტზე მდებარე სასტუმროზე ჩამოვარდა. დაღუპულების გარდა, არიან დაშავებულებიც. კერძოდ, კურორტზე მყოფი ორი დამსვენებელი, რომელთაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ავიაკატასტროფის ამსახველი კადრები თვითმხილველმა ტელეფონით გადაიღო.



ავტორი: მარიამ გიგანი