ცეცხლმოკიდებული მიკროავტობუსის მძღოლი ფანჯრიდან გადახტა (ვიდეო)

12:11 09-02-2019
2997

ბენზინგასამართ სადგურზე მდგომ მიკროავტობუსს ცეცხლი წაეკიდა. თვითგადარჩენის მიზნით, მძღოლი მირკოავტობუსის ფანრჯიდან გადახტა.

ინციდენტი ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, 20 აგვისტოს მოხდა. ინტერნეტში სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული კადრები გავრცელდა.

ვიდეოში ჩანს, რომ ცეცხლი ავტომობილის ქვემოდან ჩნდება და შემდეგ მთელს მიკროავტობუსში ვრცელდება. ხანძრის ჩასაქრობად, ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებმა ცეცხლმაქრი გამოიყენეს.

მიკროავტობუსის მძღოლი სახელად გონგი განმარტავს, რომ ცეცხლი ავტომობილში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მან საწვავი გაავსო. მძღოლის თქმით, მიკროავტობუსის საწვავის მილი გაფუჭებული იყო, საიდანაც ბენზინმა გაჟონა. გამოძიებამ დაადასტურა, რომ ცეცხლი, სწორედ ამ მიზეზით გაჩნდა.

მძღოლს მსუბუქი დამწვრობები აქვს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

ავტორი: მარიამ გიგანი