სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

17:42 09-01-2019
24

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალილუაიდს შეხვდა.

შეხვედრისას პრეზიდენტებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე სიტუაციაზე და საოკუპაციო ხაზზე არსებულ მდგომარეობაზე. ესტონეთის პრეზიდენტის თქმით, საოკუპაციო ხაზზს ის ეძახის ბოროტების ხაზს და გასულ კვირას ის უშუალოდ ჩაერთო პროცესებში.

„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე სიტუაციაზე, ოკუპაციის ხაზზე, რომელსაც პირადად მე ბოროტების ხაზზს ვეძახი. გასულ კვირას უშუალოდ ჩავები პროცესებში, რომ საქართველოს შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ლიდერებისთვის პირადად მიმეწოდებინა”, - განაცხადა კერსტი კალილუადიმა.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა გახდეს უფრო მჭიდრო ორი ქვეყნის თანამშრომლობა.