ზუგდიდის ბაზარში ცეცხლი გაჩნდა

17:32 09-01-2019
97

ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მაღაზიის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურები და საპატრულო პოლიცია.

ამ დროისთვის ცეცხლის კერა ლიკვიდირებულია.

ავტორი: თეა შონია