ქუთაისში მამაკაცი სახლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

17:03 09-01-2019
389

ქუთაისში მამაკაცი სახლის მეორე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 54 წლის მამაკაცი წუხელ კერძო სახლის მეორე სართულიდან გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერიძე