ქობულეთში მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი კონდიციონერი 40 წლის კაცს თავზე დაეცა

15:24 08-31-2019
3092

40 წლის მამაკაცს, რომელიც ტროტუარზე გადაადგილდებოდა, საცხოვრებელი სახლის კორპუსიდან გადმოვარდნილი კონდიციონერი დაეცა. შემთხვევა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, მას ამ დროისთვის დამატებითი კვლევები უტარდება.

მედიკოსების ინფორმაციით დაშავებული კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ კონდიციონერი მეოთხე სართულზე მყარად დამონტაჟებული არ იყო, რის გამოც სპეციალისტები მის დემონტაჟს ახორციელებდნენ, რა დროსაც ის მოულოდნელად ჩამოვარდა.

მომხდარზე გამოძიება 240- ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. აღნიშნული მუხლი სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოებზე უსაფრთხების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯამრთელობის დაზიანება გამოწვია.

ავტორი: ზაზა ტაკიძე