ავტოავარია თელეთში - არიან დაღუპულები

12:12 08-31-2019
972

ავტოსაგზაო შემთხვევას ქვემო ქართლში, სოფელ თელეთში მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 2 და დაშავებულია 15 ადამიანი.

როგორრც პრაიმტაიმს შსს-ში განუცხადეს, ერთმანეთს 3 მიკროავტობუსი და 1 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. 

დაშავებულები სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს.

გამოძიება მომხდარზე სსკ-ს 276- ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს „ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.