რატომ მოსწონს უკრაინის ახალი გენერალური პროკურორი მიხეილ სააკაშვილს

01:30 08-31-2019
4343

უკრაინაში საკადრო ცვლილებებს ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ეხმაურება და ყველაზე წარმატებულად ახალი გენერალური პროკურორის, რუსლან რიაბოშაპკას დანიშვნას მიიჩნევს.

„დიდი ხანია მას ვაკვირდები, 2014 წლიდან. ის ბევრი ანტიკორუფციული ინიციატივის და ინოვაციური მიდგომის ავტორი იყო. ვფიქრობ, რომ მას კომპეტენციაც, გამოცდილებაც და სურვილიც აქვს გაწმინდოს თავლების ავგეები. ვფიქრობ, ახლა სასწრაფოდ უნდა შეიცვალონ საოლქო პროკურორები, რომლებიც ყურებამდე ჩაეფლნენ კორუფციაში, შეიქმნას კორუგციასთან მებრძოლების მცირე ჯგუფი და ამას პროკურატურამ უნდა უხელმძღვანელოს და მოახდინოს ყველა პროცესის კოორდინაცია, რადგან მისი დაყოფა სხვადასხვა ორგანოზე უკუჩვენების მომტანი იქნება. ასე მხოლოდ პოლიტიკური ნების არქონის გამო ხდებოდა. ახლა პოლიტიკური ნებაც არსებობს და კარგი გენერალური პროკურორიც. წარმატებები მას ქვეყნისთვის გადამწყვეტ საქმეში“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში გენერალური პროკურორი იური ლუცენკო გადადგა და ის გუშინ რუსლან რიაბოშაპკამ შეცვალა.