10 მოულოდნელი რეკორდი, რომელიც წელს გინესების რეკორდების წიგნში დაფიქსირდა

01:14 08-31-2019
50

თითქოს უკვე აღარაფერი აოცებს კაცობრიობას, მაგრამ მაინც ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებენ.

15 ივნისს ფლორიდაში 633-მა აკვალანგისტმა წყლიდან ნაგვის 9 ათასი ფრაგმენტი ამოიღპ. ეს იყო ზღვის ფსკერის გაწმენდის ყველაზე მსხვილი აქცია.

Facebook/ProjectAWAREFoundation

 

ნორვეგიის ქალაქ კირკენესში დაივერმა ენტონი უილიამსმა ყინულის ქვეშ 70,3 მეტრზე ჩაყვინთა და 2,5 წუთს გაჩერდა.

 

9 მარტს იაპონელი კანე ტანაკა პლანეტის უხუცეს ქალად აღიარეს. რეკორდის დაფიქსირების დროს ის 116 წლის და 66 დღის იყო.

 

ამ ფოტომ ინსტაგრამის ისტორიაში ყველაზე მეტი ლაიქი დააგროვა (ამ დროისთვის მისი რაოდენობა 50 მილიონია).

 

 

პრინც ჰარის და მეგან მარკლის ოფიციალურმა გვერდმა Instagram-ზე 2 აპრილს შეიქმნა. რეკორდულ 5 საათსა და 45 წუთში წყვილმა მილიონი ხელმომწერი შეაგროვა.

 

ტაპირ კინგუტუს 41 წელი შეუსრულდა. ეს მსოფლიო რეკორდია, რადგან, როგორც წესი, ტაპირები 25-30 წელს ცხოვრობენ.

 

ბრიტანელ მეტ ევერარდმა და რასელ შირმანმა ამ ტრანსპორტის სიჩქარე 119,5 კმ/სთ-მდე აწიეს. ეს ყველაზე სწრაფი „ტუკ ტუკ“-ი იყო მსოფლიოში.

 

გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, მაგრამ ამ პიცაში 154 სახეობის ყველია. ის მელბურნელმა ჯონი დი ფრანჩესკომ მოამზადა. წინა რეკორდისას პიცაში 111 სახეობის ყველი გამოიყენეს.

 

წელს პუნოში (პერუ) ალპაკების მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი აღლუმი მოეწყო. მასში მონაწილეობა 1048 ცხოველმა მიიღო. ისინი ქუჩებში პატრონებმა ჩაატარეს. 

 

კუნძულ რუგენზე, გერმანიაში ქვიშის ყველაზე დიდი სასახლე შექმნეს. მისი სიმაღლე 17,6 მეტრია და მის აღსამართად 11 ათასი ტონა ქვიშა დასჭირდათ.

 

წყარო: Life