ტრამპი ცოლს უხმობს ჟესტით, რომლითაც ძაღლებს უხმობენ - ვიდეომ სოციალური ქსელი დაიპყრო

23:20 08-30-2019
1378

სოციალური ქსელის მომხმარებლები აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მეუღლის მიმართ უპატივცემულობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ The Mirror-ი წერს.

ქსელში ქალაქ დეიტონში ტრამპის ჩასვლის კადრები 7 აგვისტოს გამოჩნდა, თუმცა პრეზიდენტის ქცევას მხოლოდ ახლა მიაქციეს ყურადღება. ვიდეოზე ჩანს, რომ ტრამპი სამჯერ ირტყამს ხელს ფეხზე და წამში მასთან მირბის პირველი ლედი.

ეს ჟესტი კრიტიკის საგნად იქცა და უმრავლესობა მას ძაღლის მოხმობის ჟესტს ადარებს.

თუმცა გამოჩნდნენ პრეზიდენტის დამცველებიც, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ასე ტრამპი სიგნალს აძლევს სპეცსამსახურებს.