საბა კვირკველია კრიშტიანუ რონალდუს დაემუქრა

23:19 08-30-2019
181

საქართველოს ნაკრების და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა საბა კვირკველიამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შესახებ, საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. „ლოკომოტივის“ პრესცენტრთან საუბრისას, კვირკველიამ თამამად განაცხადა, რომ მის გუნდს ტურინის „იუვენტუსის“ დამარცხება და ფლეი-ოფში გასვლა შეუძლია. ქართველი მცველი კრიშტიანუ რონალდუსთვის მაისურის გაცვლასაც აპირებს:

„არ მეგონა, ასეთი ჯგუფი თუ შეგვხვდებოდა, თუმცა ნამდვილად საინტერესო შეხვედრები იქნება! „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ ვითამაშეთ, იუვე კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. იტალიელებს მოვუგებთ, შემდეგ კი კრიშტიანუს მაისურს გამოვართმევ. დარწმუნებული ვარ, რომ „ლოკომოტივს“ ყველაფერი შეუძლია, მით უმეტეს საკუთარ მოედანზე, გულშემატკივრების მხარდაჭერით. შარშანდელ შეცდომებს გავაანალიზებთ და მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ!“, - აცხადებს ქართველი ფეხბურთელი.

მოსკოვის „ლოკომოტივის“ მეტოქებიი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ტურინის „იუვენტუსი“, მადრიდის „ატლეტიკო“ და ლევერკუზენის „ბაიერი“ იქნებიან.