ძლიერმა წვიმამ ქუთაისი დატბორა - ვიდეო

21:42 08-30-2019
543

ქუთაისში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქში პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო და საფეხმავლო გზები დაიტბორა.

„სულ დატბორილია, როგორც გზები, ასევე ტროტუარები. მანქანებს ქუჩაში მოძრაობაც უჭირთ“, - აცხადებენ ადგილობრივები.

ქუთაისში გასული 10 დღის განმავლობაში უხვმა ნალექმა პრობლემები მეორედ შეუქმნა. პირველად ძლიერი წვიმის შედეგად სავაჭრო ობიექტებიც დაიტბორა.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე