უძველესი კოლხური საკრავის აღმდგენელმა დიმიტრი ქარჩავამ ასპროცენტიანი გრანტი მოიპოვა

16:42 08-30-2019
1484

უძველესი კოლხური საკრავის აღმდგენელმა დიმიტრი ქარჩავამ სამედიცინო უნივერსიტეტის ასპროცენტიანი გრანტი მოიპოვა.

18 წლის ზუგდიდელმა დიმიტრი ქარჩავა ხალხური საკრავების მოძიებით და მასზე დაკვრით ორი წლის წინ დაინტერესდა. მუსიკოსი 12 ხალხურ საკრავზე უკრავს,ხოლო ლარჭემს და აჭარულ ჭიბონს თავად ამზადებს.

იგი „პრაიმტაიმს“ უყვება,რომ საკრავებზე დაკვრა ჰობზე მეტია.

“ყველა საკრავს თავისი ისტორია აქვს და ჩემთვის ყველა ერთნაირად საინტერესოა,ისინი გადმოსცემენ საქართველოს ყველა კუთხის ხასიათს,ისტორიას კულტურას.რაც შეეხება ლარჭემს მწყემსების ინსტრუმენტია. ის დამზადებულია კოლხური ლერწმისგან, რომელიც გავრცელებულია დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთში. მის შესახებ ბიბლიოთეკებში ისტორიული მასალები მოვიძიე, სადაც შევიტყვე ლარჭემის დამზადების წესი, შევადგინე საკრავის აღწერილობა და მისი დამზადება ვთხოვე ცნობილ ოსტატს ჩხოროწყუში, დემურ ანთიას, შემდეგ კი მე თვითონ დამოუკიდებლად გავაკეთე ეს საკრავი“,-ამბობს ქარჩავა.

დიმიტრი ქარჩავას ოცნება იყო გამხდარიყო ექიმი და ცნობილი ქირურგი და მან ეს ოცნებაც აიხდინა. მან სამედიცინო უნივერსიტეტის ასპროცენტიანი დაფინანსება მიიღო. რაც შეეხება ხალხური საკრავებს,ისინი „მისი ცხოვრების მეგზურები ბოლომდე იქნებიან“.

 

ავტორი:თეა შონია