Netflix- მა ბილ გეიტსის შესახებ დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოუშვა

16:18 08-30-2019
41

Netflix- მა გამოაქვეყნა დოკუმენტური ფილმი Microsoft- ის დამფუძნებლის ბილ გეითსის შესახებ. პროექტს ეწოდება Inside Bill's Brain - „ბილის ტვინში“. Netflix -ის ინფორმაციით ფილმის პრემიერა 20 სექტემბერს არის დაგეგმილი.

ფილმის რეჟისორი ოსკარის გამარჯვებული დევისი გუგგენჰიმია. ის სამი სერიისგან შედგება.

ფილმის ტრეილერის მიხედვით, ფილმი შედგება ინტერვიუების სერიისგან, მათ შორის თავად ბილ გეიტსთან. რეჟისორს სურს აჩვენოს, თუ როგორ მუშაობს ბილ გეიტსის ტვინი, როგორ იბადება მისი ბრწყინვალე იდეები და რა პროექტებს ახორციელებს საქველმოქმედო სფეროში.

ბილ გეიტსი - პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. 2008 წელს მან დატოვა Microsoft -ის ხელმძღვანელობის თანამდებობა და სოციალური საქმიანობით დაკავდა, კერძოდ ეკოლოგიური პრობლემებით. ასევე ბილ გეიტსი ცნობილია თავისი ალტრუიზმით

ავტორი: ალექსი ქამადაძე