უკრაინაში ლენინის ძეგლი ჯართში ჩააბარეს

15:07 08-30-2019
85

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში ლენინის ძეგლი ჯართად გაყიდეს, – ინფორმაციას „რადიო თავისუფლების” რუსული ბიურო ავრცელებს.

ძეგლი ქალაქ ჟოლტიე-ვოდიში იდგა და მისი დემონტაჟი 2014 წელს განხორციელდა.

ბრინჯაოს ექვსტონიანი ქანდაკება ელექტრონული აუქციონის საშუალებით 500 ათას გრივნად გაიყიდა. აუქციონში ოთხი პირი მონაწილეობდა.