ზელენსკისა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

14:41 08-30-2019
24

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმერ ზელენსკისთან საუბრისას დაადასტურა, რომ შეხვედრა ნორმანდიულ ფორმატში მალე შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„ემანუელ მაკრონმა დაადასტურა, რომ შეხვედრა ნორმანდიულ ფორმატში მალე შედგება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ცნობილია ორი ქვეყნის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი ნახევარი საათი გაგრძელდა.

ზელენსკიმ და მაკრონმა ასევე ისაუბრეს G7 -ის სამიტის შედეგებზე, რომელიც 24-26 აგვისტოს საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში ჩატარდა.

„ქვეყნის მეთაური მიესალმა სამიტის მონაწილეების პოზიციას, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის არდაბრუნების შესახებ, დონბასში ომისა და რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის ფონზე. უკრაინის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების მიმართ, იმის თაობაზე, რომ 2020 წლის სამიტზე ისინი რუსეთის მიწვევას აპირებენ „დიდ რვიანში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: ალექსი ქამადაძე