ქობულეთელი ფერმერები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ

13:02 08-30-2019
30

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ქობულეთელი ფერმერები არიან შეკრებილი. ფერმერები მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. შეკრებილები თხილის დაბალ ფასს აპროტესტებენ .

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფასების ზრდას და დარეგულირებას დაპირდა, თუმცა მდგომარეობა არ შეცვლილა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის ოთარ ქარცივაძის განცხადებით, დღეს სოფლებიდან ორ-ორი კაცი ჩამოვიდა და თუ არაფერი არ შეიცვლება ისინი უფრო მასშტაბური გახდება.

აქციის მონაწილეები ამ დრომდე მთავრობის სახლთან რჩებიან და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ელოდებიან. აქციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. 

ავტორი: ზაზა ტაკიძე