პუტინის ტროლები - რუსეთის პრეზიდენტი „ხალხის“ ხელოვნური სურათის შექმნაში გამოიჭირეს

20:16 08-29-2019
1793

ქვეყნების ლიდერები როცა ხალხში გადიან, პიარტექნოლოგებისთვის სამუშაოდ ეს ყველაზე საკვანძო ეტაპებია და სწორედ მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული რამდენად დაიჯერებს საზოგადოება ლიდერის სახალხოობას.

არც ის არის უცხო, რომ სწორედ ამ დროს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღება და ტექნოლოგებიც სპეცსამსახურების ინსტრუქციების დაცვით მუშაობენ. თუმცა, ზედაპირზე ეს „შეთანხმებულობა“ არ შეიმჩნევა და ჩვეულებრივი თვალისთვის მხოლოდ ის არის ხილვადი, თუ როგორ „უყვართ“ პრეზიდენტებს ხალხი და ხალხს - პრეზიდენტები.

width=579

რუსეთის მეთაური კი სწორედ ამ პროცესში გამოიჭირეს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც აღმოჩენილია, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე პუტინის თანმხლები „ხალხი“ ერთიდაიგივე ადამიანებს წარმოადგენენ.

width=583