მოყვარული კულინარი აფხაზეთიდან და მისი ნოვაცია -„მეგრული სუში“ და „ფახლავა–ხინკალი“

16:39 08-29-2019
526

აფხაზეთიდან დევნილი ზიზი ბერაია, რომელიც ამჟამად ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს, 12 წლამდე ოკუპირებულ გალის რაიონ სოფელ ნაბაკევში ცხოვრობდა. პროფესიით ეკონომისტი და მოყვარული დიასახლისი „პრაიმტაიმთან“ ყვება რომ ბავშვობიდან კულინარია იტაცებდა.

ზიზი ბერაია: „პირველად სოფელში 9 წლის ასაკში ვისწავლე ჭყინტი ყველის ამოყვანა და შემდგომ სულუგუნის მომზადება, თუ ამ ასაკში ჩემი მეგობრები თოჯინებით და სხვადასხა გასართობებით თამაშობდენ, მე სხვადასხვა კერძს ვამზადებდი და ვიგონებდი. არ წარმომიდგენია არცერთი დღე კულინარიის გარეშე. მერწმუნეთ ეს ის საქმეა, რაც არ მღლის და არ მბეზრდება. ამოუწურავია ჩემი იდეები და ფანტაზიები. არ მიყვარს სტანდარტული კერძები და მუდმივად ახლის ძიებაში ვარ...“

ზიზი ყოველთვის ცდილობს, რაღაც შეცვალოს, კერძი სხვანაირად წარმოაჩინოს. წინასწარ არასოდეს ფიქრობს, რა უნდა გააკეთოს. ინგრედიენტის დანახვისას უცებ მოსდის კრეატიული იდეა.

„დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, სულ სხვანაირად დავგეგმავდი ჩემს ცხოვრებას, მაგრამ გვიანი, ალბათ არც ახლაა“, – ამბობს ზიზი.

მას კულინარიის ხელოვნება არსად არ უსწავლია და მისი იდეები დიდი ფანტაზიის დამსახურებაა.

„განსაკუთრებით გამოარჩევს „მეგრულ სუშს“და „ღომის ნავის გებჟალიას შიგთავსით“,ასევე „ფახლავა- ხინკლის ფორმით“...  ვფიქრობ ქართული სამზარეულოს მოდერნიზებაზე. დიდი სურვილი მაქვს, მქონდეს პატარა კაფე, მყუდრო გარემოთი, განსხვავებული ინტერიერითა და კერძებით. მინდა, თითოეული სტუმარი ვამოგზაურო სხვადასხვა კუთხეში და ბავშვობა გავახსენო, ბებიების აფხაზეთში მომზადებული კერძები, მაგრამ ახლებურად, თანამედროვე და განსხვავებული სახით,“- გვიყვება ზიზი ბერაია.

აღდგომის დღესასწაულისთვისაც ნოვაციური პასკა მოამზადა, ქართულ სტილში.

„მაშინ როცა ყველა ჩვეულებრივ პასკას აზიარებდა, მე გავაკეთე პასკა თათარის გლაზურითა და ტყლაპით“

ზიზი ამბობს, რომ როცა სტუმრად მიდის აუცილებლად მისი მომზადებული კერძი მიაქვს. 

„ეს სიამოვნებას მანიჭებს,როცა ჩემი მეგობრები და ახლობლები მიწონებენ კერძებს,აგემოვნებენ და ეს ყოველივე ახალ-ახალი იდეებისკენ მიბიძგებს“.

მოყვარული კულინარის თქმით, არ უნდა დაივიწყოს აფხაზეთში ბავშვობაში მიღებული კულინარული გამოცდილება და მისი გათანამედროვება სურს. 

მეგრული სუში

ფახლავა - ხინკალი

ღომის ნავის გებჟალია

ავტორი: თეა შონია