„ჩცდ“-ს პრეზიდენტმა საოკუპაციო ხაზთან ინადირა - „ისევ პრეზიდენტი ვარ, არ გადავუყენებივარ“

15:38 08-29-2019
198

მსახიობი და რეჟისორი კახა გოგიძე „ფეისბუქზე“ ფოტოებს აქვეყნებს, მამასთან ერთად ფრინველზე ინადირა. „ჩცდ“-ს სულიკო დარდიანიძე ფოტოებს ასე ასათაურებს.

„თქვენ შეიძლება იკითხოთ: რა იყო ბლატაობ? მე აქვე გიპასუხებთ: დიახ! 80 წლის მამასთან ერთად რომ ინადირებ და დილას ასე შეხვდებით, დამიჯერეთ, თქვენც იბლატავებთ!“

თუ რაზე ინადირა „პრეზიდენტმა“ და ვიხილავთ თუ არა მას „ჩცდ“-ს ახალ სეზონში, „პრაიმტაიმისგან“ შეიტყობთ. 

კახა გოგიძე: - „ჩემი ცოლის დაქალების“ სეზონი რომ დასრულდა, შემოქმედებითმა ჯგუფმა მკითხა, სად ვარ და რა გეგმები მაქვს. აქ ვარ-მეთქი და ველოდები გადაღებას. გადაღებები სექტემბერში დაიწყება, ალბათ. მე სცენარის მიხედვით ისევ პრეზიდენტი ვარ, არ გადავუყენებივარ. დაველოდოთ, საინტერესო გაგრძელებას.

- მამასთან ერთად სად ინადირეთ?

- ქარელის რაიონის სოფელ ძლევის ჯვარში ვინადირეთ. არის ასეთი კარგი სოფელი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოს არის. მწყერზე ნადირობის სეზონი გაიხსნა. მამა აგვისტოში 80 წლის გახდა და ერთად 25 მწყერი მოვინადირეთ. მამამ მასწავლა ნადირობა. 12 წლის ვიყავი პირველად მწყერი რომ მოვინადირე. ვნადირობ ფრინველზე, ის რაც გადამფრენია და ენდემური (აკრძალული) არ არის. არ ვბრაკონიორობ.

- ნანადირევის მირთმევა გიყვართ?

- არა, ნადირობის პროცესი მიყვარს. შეიძლება ცხოველთა დამცველებს გული ეტკინოთ, მაგრამ ასეა. ეს მამაკაცის ინსტიქტია, თავიდან ასე იყო, მამაკაცი ნადირობდა, ქალი ამზადებდა და მიირთმევდა. 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე