რა მოხდება, თუ ნიკა გვარამია გირაოს თანხას არ გადაიხდის - საიას იურისტის განმარტება

14:30 08-29-2019
3001

როგორც ცნობილია, „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 40 000 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა, გირაოს გადახდის ვადა იწურება 11 სექტემბერს იწურება, თუმცა ცნობილია, რომ ნიკა გვარამია თანხის გადახდას არ აპირებს.

კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოს მიერ დადგენილი გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში მსუბუქი სახის აღკვეთი ღონისძიება, შესაძლებელია პატიმრობით შეიცვალოს.

„გირაოს თანხის გადასახდელად ბრალდებულს განესაზღვრება ვადა, ამ ვადაში თუ არ გადაიხადა გირაო, ამ შემთხვევაში პროკურორი მიმართვას შუამდგომლობით სასამართლოს, რომ გამოიყენონ უფრო მკაცრი აღკვეთი ღონისძიება. გირაოზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიება კი არის პატიმრობა“, - უთხრა „პრაიმტაიმს“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა მერი დაუშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი2“ - ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა.

გვარამიას ბრალი 220-ე მუხლით ედება, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.