პეკინის გამზირზე დაჭრილი 3 წლის ბავშვი კლინიკიდან გაწერეს

11:55 08-29-2019
176

თბილისში, პეკინის გამზირზე დაჭრილი  3 წლის ბავშვი ჟვანიას კლინიკიდან გაწერეს.

მშობლებმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მათივე ინფორმაციით, ოპერაცია ისე გაკეთდა, რომ პაციენტს პლასტიკური ჩარევა აღარ დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები 27 აგვისტოს მიაყენეს.

 ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და შემთხვევის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა.