ინდოეთმა რუსეთისგან საზენიტო სარაკეტო სისტემა S-400 შეიძინა

11:55 08-29-2019
13

თურქეთის შემდეგ რუსეთისგან საზენიტო სარაკეტო სისტემა S-400 ინდოეთმა შეიძინა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით ინდოეთმა S-400-ის ტიპის სარაკეტო სისტემის შეძენისთვის ავანსი რუსეთს უკვე გადაუხადა, ხოლო მიწოდება 2020 წლიდან დაიწყება და 2025 წლისთვის დასრულდება.

ინდოეთი საზენიტო სარაკეტო სისტემების შესყიდვისთვის 5.43 მილიარდ დოლარს გადაიხდის. ეს შეთანხმება ვაშინგტონმა გააკრიტიკა და ინდოეთს მოუწოდა უარი თქვას რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემების შესყიდვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკა სანქციებს დაუწესებს.