ნახეთ იდუმალებით მოცული შენობები თბილისში

00:58 08-29-2019
216

მიიჩნევენ, რომ თბილისში იდუმალებით მოცული 20 შენობა არსებობს. ეს იდეა ტუროპერატორებმაც აიტაცეს და რაში მდგომარეობს ეს იდუმალება, მხოლოდ ისინი გაიგებენ, ვინც ამ ტურში მიიღებენ მონაწილეობას.

იდუმალი შენობების ჩამონათვალი კი ასეთია:

თბილისის თვითმმართველობის თავდაპირველი შენობა – “საქალაქო სახლი”, სადაც დღეს დედაქალაქის საკრებულოა განთავსებული;

პროვიზორ ფერდინანდ ოტენის სახლი და აფთიაქი ლეონიძის ქუჩაზე;

დავით სარაჯიშვილის საცხოვრებელი სახლი. ამჟამად მწერალთა სახლი;

კეთილშობილ ქალთა გერმანული პანსიონი;

არქიტექტორ ტატიშჩევის საცხოვრებელი სახლი ლ.ასათიანის ქუჩაზე;

გალაქტიონის ქუჩის მარგალიტები;

კათოლიკური ეკლესია აბესაძის ქუჩაზე;

გუდიაშვილის სკვერი;

ახოსპირელის ქუჩის მოხატული სახლი;

ვიტრაჟებიანი სახლი ბეთლემის ქუჩაზე;

იეთიმ გურჯის ქუჩის მშვენება – მაქმანებიანი სახლი.