რუსები ცუდ რამეს აკეთებდნენ, მაგრამ მშიშრებივით არ ვყოფილვართ - მეუფე იაკობი

00:53 08-29-2019
393

მეუფე იაკობი ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე ქადაგებს.

ის მის ქადაგებაში, ამბობს, რომ ქართველი ქართველზე გამარჯვებული ვერასოდეს გამოვა და ჩვენ შენდობა უნდა ვისწავლოთ.

„რაც საბჭოთა კავშირიდან გამოვედით ბევრი სისხლი დაიღვარა, მაგრამ ბედნიერი ერი ვართ, რომ სიმღერებით დავხვდით რუსებს. რუსები რომ ნიჩბებით შემოვიდნენ, ბევრ ცუდ რამეს აკეთებდნენ, მაგრამ მშიშრებივით არ ვყოფილვართ, ბოლომდე ვიბრძოდით, მეტის გაკეთება არ შეგვეძლო. ქართველი ქართველზე გამარჯვებული ვერასოდეს გამოვა... ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის შენდობა და ერთად ცხოვრება“ - ამბობს მეუფე იაკობი.

ბოდბის მონასტერში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღავლინა.

წირვის შემდეგ მეუფემ მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

მეუფემ ქადაგებისას დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა შენდობის მნიშვნელობაზე და ქართველებს შორის შერიგების აუცილებლობაზე.

„ქართველი ქართველზე გამარჯვებული ვერასოდეს გამოვა...ჩვენი მოძულეები უნდა შევიყვაროთ, ... ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის შენდობა და ერთად ცხოვრება“, - ბრძანა მეუფემ ქადაგებისას.