ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში - ავტომანქანა ხეს შეეჯახა

22:28 08-28-2019
28

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა.

ერთ დაშავებულს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება შემთხვევის ადგილზე ჩაუტარდა. მეორე კი, 19 წლის ახალგაზრდა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მას შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუაშაობენ.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი