„ვინ შეჭამა ჩემი ხაჭაპური“ - როგორ მიულოცა ევროპის ძიუდოს ფედერაციამ ლუხუმ ჩხვიმიანს გამარჯვება

17:52 08-28-2019
98

ევროპის ძიუდოს კავშირმა ქართველ სპორტსმენს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება ორიგინალურად მიულოცა. ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ლუხუმ ჩხვიმიანის ფოტო, წარწერით - „ვინ შეჭამა ჩემი ხაჭაპური?“

ფოტოს აღწერაში კი ნათქვამია – „ნუ გააბრაზებთ მსოფლიო ჩემპიონ ლუხუმ ჩხვიმიანს“.

ლუხუმ ჩხვიმიანმა 25 აგვისტოს, მსოფლიო ჩემპიონატზე 60 კგ. წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიპოვა.