რუსეთს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან არაფერი აკავშირებს - დიმიტრი პესკოვი

16:23 08-28-2019
120

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მან კატეგორიულად უარყო რუსეთის ნებისმიერი კავშირი ამ მკვლელობასთან.

მისი სიტყვებით, „რუსეთს და მის ოფიციალურ ორგანოებს ეთნიკურად ჩეჩენი დევნილის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს“.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი  თავში ორჯერ სროლით ბერლინში მოკლეს.