უკრაინის სასამართლომ „რია ნოვოსტის“ ხელმძღვანელი გაათავისუფლა

14:47 08-28-2019
11

კიევის სააპელაციო სასამართლომ ოთხშაბათს პატიმრობიდან გაათავისუფლა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, „რია ნოვოსტის“ უკრაინული განყოფილების ხელმძღვანელი, კირილ ვიშინსკი. მას აღკვეთის ზომა შეუცვალეს ვალდებულებად პირველივე მოთხოვნისას გამოცხადდეს სასამართლოზე, ან პროკურორის წინაშე. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვიშინსკიმ პატიმრობაში 400 დღეზე მეტი ხანი დაჰყო. უკრაინის ხელისუფლება მას სახელმწიფო ღალატში მიიჩნევს ეჭვმიტანილად. ჟურნალისტი დანაშაულს უარყოფს.

მოსკოვში მიიჩნევენ, რომ კირილ ვიშინსკი თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დააპატიმრეს.