12 წლიანი მუშაობის მერე, მე ვტოვებ „რუსთავი 2“-ს - თათია სულუაშვილი

22:15 08-27-2019
1400

კომედი ჯგუფის წევრმა, თათია სულუაშვილმა „რუსთავი 2“ დატოვა და მუშაობას მთავარ არხზე გააგრძელებს. ამის შესახებ იუმორისტმა საკუთარ Facebook-გვერდზე განაცხადა. თათია სულუაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

„12 წლიანი მუშაობის მერე, მე ვტოვებ რუსთავი 2-ს. შევხვდებით ერთმანეთს სულ მალე სიახლეებით #მთავარ არხზე. მადლობა ჩვენს მაყურებელს........და წარმატებები ყველას.....“ - წერს თათია სულუაშვილი.

ცოტა ხნის წინ, „კომედი ჯგუფის“ წარმომადგენლებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და საზოგადოებას გუნდის გადაწყვეტილება გააცნეს. მათი თქმით, გუნდი ორად გაიყო, ნაწილი „რუსთავი 2“-ზე დარჩა, ნაწილმა კი არხი დატოვა. თათია სულუაშვილის გარდა, „რუსთავი 2“ ვასო ფხაკაძემ, თამუნა ლეკვეიშვილმა და ვანო ჯავახიშვილმა დატოვეს.