„ბორჯღალოსნებმა“ საუზერნ კინგსი დაამარცხეს

21:20 08-27-2019
122

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა აგვისტოს ტესტების პირველი მატჩი საუზერნ კინგსის წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 24:20 გაიმარჯვა.

ქართველმა მორაგბეებმა პირველი ნახევარი 5:17 წააგეს, თუმცა მეორე ტაიმში თამაშის შემოტრიალება მოახერხეს და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს დიდი სიხარული აჩუქეს.

„ბორჯღალოსნები“ მომდევნო ტესტ მატჩს 30 აგვისტოს, „დინამო არენაზე“ შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.