არ მგონია, რომ ხაზარაძე ანაკლიის პროექტს ამ პოლიტიკურ თამაშში სწორად იყენებდეს - აკაკი ზოიძე

21:04 08-27-2019
25

„როგორც ვატყობთ ბატონი მამუკა ხაზარაძე უკვე აქტიურად შემოვიდა პოლიტიკური თამაშის ველზე, მაგრამ არ მგონია რომ ანაკლიის პროექტს ამ პოლიტიკურ თამაშში სწორად იყენებდეს“ - აცხადებს უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე. მისი თქმით, სახელმწიფო ნებისმიერ შემთხვევაში განახორციელებს ამ პროექტს ხაზარაძის კონსორციუმთან თუ მის გარეშე.

„არ მგონია რომ ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი ამ პოლიტიკურ თამაშში გამოსაყენებელი ფიშკა იყოს. სახელმწიფო ნებისმიერ შემთხვევაში განახორციელებს ამ პროექტს ხაზარაძის კონსორციუმთან თუ მის გარეშე“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.