ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

სასაფლაო

საზოგადოება 1713871701

ქალმა ორთაჭალის საფლავზე ბავშვის ჩამარხული ფოტო იპოვა, რომელზეც ბოქლომია მიბმული - რას წერს მოქალაქე

სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საფლავზე ნაპოვნი მორიგი ფოტოს შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამჯერად, მასზე გამოსახული ბავშვია.„მეგობრის დედამ მამამისის საფლავზე იპოვა ეს ჩამარხული, ფონიჭალის სასაფლაოზე, ბავშვია სურათზე, როგორც ჩანს, დიდი ხნის ჩამარხულია... როგორ მივაგნოთ ამ ბავშვის მშობლებს, რომ გავაგებინოთ... არ ჩანს ბავშვი კარგად, 2-3 წლის იქნება, დაახლოებით... იქნებ ვინმემ მაინც იცნოს“, - წერს მოქალაქე.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1713871623

29 აპრილის შეკრებაზე იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები ყველა სფეროდან და ყველა დაინახავს, რამხელაა მხარდაჭერა ჩვენი გუნდის მიმართ - კობახიძე

29 აპრილის შეკრება როგორც კი დაანონსდა, მაშინვე დაიწყო შეურაცხყოფის კამპანია ჩვენი მხარდამჭერების წინააღმდეგ, საუბრობენ, რომ ასი ათასი საჯარო მოხელე უნდა მოვიდეს და ა.შ. საჯარო მოხელეების რაოდენობა რამდენია, ესეც არ იციან, აქ იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები ყველა სფეროდან და ყველა დაინახავს, რამხელაა მხარდაჭერა ჩვენი გუნდის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციის მხარდამჭერებს შეურაცხყოფას არ აყენებს და ამასვე ითხოვს მათგან.„ოპოზიციის აქციებზე დგანა კეზერაშვილისა და დიმა ჩიქოვანის მიერ ათას ლარად დაფინანსებული ადამიანები, დაახლოებით ნახევარზე მეტი არიან დაფინანსებულები. ახალგაზრდების ნაწილიც არის დიმა ჩიქოვანის მიერ დაფინანსებული. „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა არის იგორ ნარმანია, რომელიც არის დიმა ჩიქოვანის ერთ-ერთი ხელდასმული ახალგაზრდა, „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი. ამას უწოდებენ გულწრფელ ახალგაზრდას. აქვს ადამიანს არჩევანი და რაც უნდა, გააპროტესტოს, მაგრამ კეთილი ინებოს ყველამ და ნურც ჩვენ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას. ჩვენ არ გვიკადრებია ამ ადამიანებისთვის შეურაცხყოფა, არც გულწრფელად გამოსულებისთვის და არც  – პარტაქტივისთვის. 9 500-დან მესამედი იყო პარტაქტივი და 1000-1500 კაცი –  გულწრფელი ადამიანი“, – განაცხადა კობახიძემ.

ზაალ ანჯაფარიძე

პოლიტიკა 1713871217

ამ საქველმოქმედო აქციის მიმართ აშლილობა უკვე დაეწყო „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და მათზე მიბმულ ე.წ. აქტივისტებს - ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ყველა განსჯის სხვებს საკუთარი გარყვნილების დონიდან გამომდინარე - ზაალ ანჯაფარიძე ფონდ „ქართუს“ ქველმოქმედებაზე

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ფონდი „ქართუს“ საქველმოქმედო აქციას ეხმიანება, რომლის თანახმად ფონდი ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის, საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი დამატებით 30 მლნ ლარით დააჯილდოებს.მისი თქმით, ამ საქველმოქმედო აქციის მიმართ აშლილობა უკვე დაეწყო „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და მათზე მიბმულ ე.წ. აქტივისტებს.„ამ საქველმოქმედო აქციის მიმართ აშლილობა უკვე დაეწყო ცნობილ შემადგენლობას, მიხვდით ალბათ ვისაც - კოლექტიურ ნაცმოძრაობას და მათზე მიბმულ ე.წ. აქტივისტებს.ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ყველა განსჯის სხვებს საკუთარი გარყვნილების დონიდან გამომდინარე და ეს დონე კი უკვე საზღვრებს გადასცდა კარგა ხანია“, - წერს ანჯაფარიძე.

მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი საქართველოშია

საზოგადოება 1713870098

მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი საქართველოშია

ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი საქართველოში გასტრონომიული ტურის ფარგლებში იმყოფება.  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს ჯეიმი ოლივერი სტუმრობს. ცნობილი შეფ-მზარეული  უგემრიელეს ქართულ კერძებს გაუწევს პოპულარიზაციას.  კულინარიული ტურის ფარგლებში, შეფ-მზარეული  გაეცნობა  ქვეყნის უნიკალურ  კულტურას, სამზარეულოს,  შეხვდება ადგილობრივ შეფ-მზარეულებს და მათგან ქართული კერძების მომზადებას ისწავლის. ჯეიმი ოლივერის გამომწერებს,  მისი სოციალური არხებით, საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს.ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს,  ხოლო YouTube-ზე  6 მილიონამდე.

ნინო ფოჩხუა

პოლიტიკა 1713869919

წარმომიდგენია როგორ გეზიზღებათ ეხლა თითოეული ფეხბურთელი, მაგრამ თქვენი ზიზღი მალამოსავით ედება მათ და მთელ საქართველოს, ბიძინა ივანიშვილს კი დიდი პატივისცემა და მადლობა ქართველი ხალხისგან - ნინო ფოჩხუა ფონდ „ქართუს“ ქველმოქმედებაზე

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ფონდ „ქართუს“ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ  „ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, გასვლის შემდეგ ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს“.ექსპერტი ფონდ „ქართუს“ მორიგ ქველმოქმედებაზე სხვადასხვა ოპოზიციონერი დეპუტატების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან გავრცელებული განცხადებების შესახებ წერს, რომლებმაც აღნიშნული ფაქტი ფეხბურთელების მოსყიდვად შეაფასეს.„თქვენ მართლა ჭინკებო, ბოროტებო და შურიანებო, რა მოსყიდვა, რა 30 ვერცხლი, ჯერ არაფერი გაგიგიათ არა ფონდი "ქართუს" ქველმოქმედებაზე, პირველად გესმით არა?მე პირადად ველოდებოდი, რომ ქართველი ხალხის ბედნიერების მომტან ჩვენს ფეხბურთელებს ივანიშვილი არ დატოვებდა ისე.წარმომიდგენია როგორ გეზიზღებათ ეხლა თითოეული ფეხბურთელი, მაგრამ თქვენი ზიზღი მალამოსავით ედება მათ და მთელ საქართველოს!ბიძინა ივანიშვილს კი დიდი პატივისცემა და მადლობა ქართველი ხალხისგან!“-წერს ნინო ფოჩხუა.