თბილისში ქალმა მცირეწლოვანი ბავშვი ცივი იარაღით დაჭრა

20:14 08-27-2019
1535

რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა პეკინის ქუჩაზე. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, უცნობმა ქალბატონმა 5 წლის ბავშვი ცივი იარაღით დაჭრა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ბავშვი მშობლებთან ერთად ტროტუარზე მიდიოდა, რა დროსაც მას უცნობი ქალბატონი თავს დაესხა და სახის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

შემთხვევის შემდეგ ქალი ადგილიდან გაიქცა, მცირეწლოვანი ბავშვი კი სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ში განმარტავენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.