საქართველო იმ 20 სახელმწიფოში მოხვდა, რომელიც 40 წლამდე უნდა მოინახულოთ

20:13 08-27-2019
153

საქართველო იმ 20 სახელმწიფოში მოხვდა, რომელიც 40 წლამდე უნდა მოინახულოთ. რეიტინგი ცნობილმა ევროპულმა სამოგზაურო პორტალმა TRAVELBOOK-მა გამოაქვეყნა. ინფორმაციას BMG ავრცელებს

ტუროპერატორი მოგზაურებს, სხვა 19 ცნობილ ტურისტულ ადგილებთან ერთად, 40 წლის ასაკამდე საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. 
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ეს პატარა ქვყანა აზიისა და ევროპის გასაყარზე მდებარეობს და ორივე კონტინეტს ეკუთვნის.


რეიტინგშია აღნიშნული, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი სახელმწიფო კავკასიის მთების ძირში გაფენილი სოფლებით და შავი ზღვის საკურორტო ზონებით მრავალფეროვანი და მიმზიდველია. ავტორი მკითხველს საქართველოში სასწრაფოდ გამგზავრებისკენ მოუწოდებს.


40 წლამდე ტურისტული ადგილების რეიტინგში ასევე მოხვდნენ: კამბოჯა, ვიეტნამი, ინდოეთი, განა, ნამიბია, არგენტინა, პერუ, კუბა, ჩილე, შრი ლანკა, ნეპალი, შვედეთი, ბოსტონი (აშშ), პორტო (პორტუგალია), იაპონია, ალგარვი (პორტუგალია), ავსტრალია, კოსტა-რიკა და კანადა.