პუტინმა ერდოღანი ნაყინზე დაპატიჟა - ვინ გადაიხადა ფული

20:03 08-27-2019
347

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქი კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოღანს საერთაშორისო „საავიაციო-კოსმოსურ სალონ-2019“-ზე უმასპინძლა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ლიდერები ნაყინის კარავისკენ გაემართნენ. პუტინი დაინტერესდა, როგორი ნაყინები ჰქონდათ გაყიდვაში. შემდეგ აარჩია ნაყინი „ვოლოგოდსკოე“, ერდოღანმა კი - „კაროვკა“. შენაძენის საერთო თანხამ 210 რუბლი შეადგინა. ეს თანხა პუტინმა გადაიხადა.

ნაყინის შეძენისას მან გამყიდველს 5000-იანი კუპიურა მიაწოდა. „ხურდა მინისტრს მიეცით ავიაციის გასავითარებლად“ - თქვა და მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრზე მიანიშნა. მანაც პრეზიდენტს „გულუხვობისთვის“ მადლობა გადაუხადა.

მას შემდეგ რაც ნაყინი მიირთვა, პუტინმა გამყიდველ გოგოს სთხოვა, რომ ყველას გამასპინძლებოდა. 

 

წყარო: რუსული მედია