ბერლინში მისი რუსეთიდან გამოგზავნილი მკვლელი ეგრევე დააკავეს, ხოლო მასზე თავდასხმა თბილისში დღემდე გაუხსნელია - სააკაშვილი ხანგოშვილზე

14:39 08-27-2019
4717

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება და Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ხანგოშვილზე რუსული სპეცსამსახურები დიდი ხანი ნადირობდნენ:

„ზელიმხან ხანგოშვილი რომელზეც დიდი ხანია ნადირობდნენ რუსეთის სპეცსამსახურები ბერლინში მოკლეს.
ის იყო ვაჟკაცი კაცი და საქართველოს და ჩეჩნეთის პატრიოტი, რომელიც ჯერ 2015 წელს თბილისში სასწაულად გადარჩა, 4 ტყვიის მოხვედრის შემდეგ და ამის მერე ივანიშვილის სპეცსამსახურებმა რუსეთის მითითებით დაატოვებინეს საქართველო. ბერლინში მისი რუსეთიდან გამოგზავნილი მკვლელი ეგრევე დააკავეს ხოლო მასზე თავდასხმა თბილისში დღემდე გაუხსნელია.
მე სამძიმარს ვუცხადებ მისი ოჯახის წევრებს!“; - წერს სააკაშვილი

პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში ორი დღის წინ მოკლეს. გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს.