ვინ წაიყვანს მთავარ საინფორმაციო გამოშვებას დავით კეზერაშვილის ტელევიზიაში

12:16 08-27-2019
1916

ფორმულა კრეატივის  ტელევიზიაში მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი წაიყვანს. ამის შესახებ On.ge-ს არხის საინფორმაციო სამსახურის მომავალმა უფროსმა, გიორგი ლაფერაშვილმა განუცხადა.

მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი საინფორმაციო გამოშვების დაგეგმვაშიც მიიღებს მონაწილეობას.

„ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები და მჯერა, რომ მაღალი ხარისხის, კრიტიკულ და უკომპრომისო მედიას შევქმნით, — ამბობს ლაფერაშვილი On.ge-სთან საუბრისას.

Image />

ელისო ჯარიაშვილი რამდენიმე თვეა ფორმულა კრეატივის გაკეთებულ სხვა ტელევიზიაში (მესამეში) მუშაობდა. მანამდე ჯარიაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურში, „რუსთავი 2“-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდა.

ცნობილია, რომ ახალ ტელეკომპანიას დავით კეზერაშვილი დააფინანსებს.

<div class=